ტომ კრუზი

დაბადების ადგილი – სირაკუსუ,ნიუ–იორკი,აშშ
პროფესია - მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი
დაიბადა – 3 ივლისი,1962
სიმაღლე - 1.70 მ
პირველი ფილმი - 1973 წ.
შემოქმედების წლები – 1981–დღემდე
მეუღლეები – მიმი როჯერსი (1987–1990); ნიკოლ კიდმანი (1990–2001); კეტი ჰოლმსი (2006–დღემდე)
ოფიციალური ვებგვერდი – Tomcruise.com
ტომ კრუზი არის ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. იგი სამჯერ იყო ნომინირებული ამერიკულ კინოაკადემია ოსკარზე და მიღებული აქვს ორი ოქროს გლობუსი.
ცხოვრების ადრეული წლები :
ტომ კრუზი დაიბადა 1962 წლის 3 ივლისს, ნიუ–იორკში. იგი ოჯახში იყო მესამე შვილი. მას ჰყავს სამი და. დედამისი იყო მსახიობი, ხოლო მამა ინჟინერი.
14 წლის ასაკში მას უკვე გამოცვლილი ჰქონდა 15–მდე სკოლა. ბავშვობიდან მას განუვითარდა სიმაღლის კომპლექსი,ამიტომ სკოლაში იგი ყოველთვის ცდილობდა ესაუბრა მასზე დაბალ ბავშვებთან. ამ კომპლექსის გამო იგი სპორტის რამდენიმე სახეობით იყო დაკავებული.სწავლა მას მაინც და მაინც არ გამოსიოდა,რადგან მას აწუხებდა დისლეკსია. ეს დაავადება მას განუვითარდა მას შემდეგ, რაც მას აიძულეს მარჯვენა ხელით ეწერა,როდესაც იგი ცაცია იყო. ამ პრობლემების გამო იგი გადაიყვანეს სპეც კლასში, მაგრამ იგი ამ დაავადებისგან არ განიკურნა.
12 წლის ასაკში ოჯახი მამამ მიატოვა. 1 წლის გნმავლობაში ტომი დადიოდა სასულიერო სემინარიებზე, შემდეგ კი უბრალო კოლეჯში შევიდა, სადაც მონაწილეობას იღებდა თეატრალურ დადგმებში.
სამსახიობო კარიერა:
![]() |
სამსახიობო კარიერა მან 1981 წელს დაიწყო პატარა როლით ფილმში ”უსასრულო სიყვარული”. პირველი მთავარი როლი, რომელმაც მას წარმატება მოუტანა, მიიღო ბლოკბასტერში ”სარისკო ბიზნესი”.
No comments:
Post a Comment